ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიულ ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი
06 / დეკ / 2013
http://www.eu2013.lt

ვილნიუსის სამიტზე საქართველოს და მოლდავეთის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებების ინიცირება მოხდა და ხელი მოეწერა ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სხვა მნიშვნელოვან შეთანხმებებსაც. სამიტში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ლიდერებმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებში კეტრინ ეშტონმა, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და 6 პარტნიორი ქვეყნის ლიდერებმა.

ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, რომელმაც ქვეყნებისა და ხელისუფლებების ლიდერები, 34 ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები ევროკავშირის ლიდერებთან ერთად მოიწვია ვილნიუსის სამიტზე, ხაზი გაუსვა რომ სამიტი უკვე ძალიან წარმატებულია ვინაიდან აქ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო.

„ოთხი წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობამ დიდ წარმატებას მიაღწია. მათი ევროპული არჩევანი ეფუძნება თავისუფალ ნებას. მათთვის, ეს არის შანსი შექმნან დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული უკეთესი და უფრო უსაფრთხო მომავალი. არანაირ ზეწოლას ან მუქარას არ შეუძლია შეაფერხოს ქვეყნების სუვერენული ნება დაიცვან საკუთარი არჩევანი,“ განაცხადა პრეზიდენტმა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნასთან ერთად ინიცირდა მოლდავეთთან და საქართველოსთან. ლიტვის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნებმა გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული ტრანსფორმაციისაკენ.

პროგრესი იქნა მიღწეული ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებითაც. ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ვიზის ფასილიტაციის ხელშეკრულებას. პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე მიესალმა ევროკომისიის წინადადებას უვიზო რეჟიმი დაწესდეს მოლდავეთთან.

ვილნიუსში ხელი მოწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც საქართველო მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში. ევროკავშირმა და უკრაინამ მოახდინეს საჰაერო სერვისების შესახებ შეთანხმების ინიცირება.

ევროპის კავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი წევრი ქვეყნის უფრო დაახლოება, ასევე მათი ევროპული ღირებულებებითა და პრინციპებით ცხოვრებისკენ სწრაფვა ლიტვის ევროკავშირის პრეზიდენტობის პერიოდში სამუშაო პროგრამის უმთავრესი ამოცანა იყო. ევროკავშირის 6-თვიანი პრეზიდენტობის დროს, ლიტვის დიპლომატიური ძალისხმევის წყალობით აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ახალი სიცოცხლე დაიწყო.

ვინლიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტი გაიმართა. აღნიშნული პროგრამა ოთხი წლის წინ პრაღაში დაიწყო. ვილნიუსის ორდღიანი სამიტი ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი მოვლენა იყო ევროკავშირის საბჭოში ლიტვის პრეზიდენტობის დროს.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები