ევროპის კომისია, მემორანდუმი
06 / დეკ / 2013
ბრიუსელი, 2 დეკემბერი, 2013 წელი

საქართველო და მოლდავეთი ერთი ნაბიჯით წინ ევროკავშირთან უფრო ღრმა პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობებისკენ


29 ნოემბერს, ვილნიუსში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირმა მოახდინა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება საქართველოსთან და მოლდავეთთან, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნასაც (DCFTA). ასოცირების ხელშეკრულება გაზრდის მხარეებს შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. მასში წარმოდგენლია ევროკავშირსა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პოზიტიური დინამიკის განვითარების კონკრეტული გზები.

როგორ მოვედით აქამდე?


ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები მოლდავეთთან და საქართველოსთან დაიწყო 2010 წლის იანვარსა და ივლისში და დასრულდა 2013 წლის ზაფხულში. ამის დასკვნითი ნაწილი იყო ვილნიუსში გამართული ხელშეკრულების ინიცირების ცერემონია.

მოლაპარაკებები არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ პროცესს: ევროკავშირის დახმარება საქართველოსა და მოლდავეთის რესპუბლიკის მიმართ უკავშირდება მოლაპარაკების შედეგად შემუშავებულ რეფორმების პროგრამას.

რას ეხება ასოცირების ხელშეკრულება?


ასოცირების ხელშეკრულებები ფოკუსირებულია ძირეულ რეფორმებზე, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, მმართველობაზე, სექტორულ თანამშრომლობაზე და საქართველოსა და მოლდავეთის ევროკავშირთან ვაჭრობის შორს მიმავალ ლიბერალიზაციაზე. ხელშეკრულებები თანაბრად შეუწყობს ხელს საგანამათლებლო, ტურისტული და კულტურული პროექტების ფარგლებში ხალხებს შორის გაცვლას. სამოქალაქო საზოგადოება ჩაერთვება ხელშეკრულებების განხორციელებაში.

ასოცირების ხელშეკრულებების ძირითადი მიზნები


ასოცირების ხელშეკრულებების მიზანია გააღრმავოს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. ხელშეკრულებებში წარმოდგენილია პარტნიორი ქვეყნებისათვის გასატარებელი რეოფრმების გეგმა, რომლითაც მათი კანონმდებლობა მაქსიმალურ შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან.

უფრო კონკერტულად ასოცირების ხელშეკურლების მიზანი იქნება ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ეტაპობრივი დაახლოების ხელშეწყობა საერთო ღირებულების, მზარდი პოლიტიკური დიალოგის, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის, სამართლიანი, თავისუფალი და უსაფრთხო თანამშრომლობის გაძლიერების, მდგარდი განვითარებისა და ეფექტური მრავალფეროვნების ხელშეწყობა.

ამას გარდა, ასოცირების ხელშეკრულებები გულისხმობს თანამშრომლობას 25 სხვადასხვა სექტორში, როგორიცაა გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სამომხმარებლო პოლიტიკა, განათლება, მცირე და საშუალო მეწარმეობა, ტრენინგები და ახალგაზრდული პროგრამები, კულტურა. ასოცირების ხელშეკრულებების მიზნების მისაღწევად საქართველო და მოლდავეთი მიიღებს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას.

ასოცირების ხელშეკრულების სავაჭრო დებულებები


ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა გულისხმობს ვაჭრობაზე ტარიფების შემცირებას, წარმომავლობის წესებს, საბაჟო პროცედურების გამარტივებას, გაყალბების აღკვეთის დებულებებს, ასევე ვაჭრობის დაცვის ინსტრუმენტებს. პროცედურების გადაჭრის შესახებ ორმხრივი დისკუსია მოაგვარებს აღნიშნულ პრობლემას.

არსებული საბაჟო ტარიფების და რეგულირების ბარიერების გამარტივება გაზრდის პროდუქციისა და სერვისის მრავალფეროვნებასა და ხარისხს. ბაზრის ლიბერალიზაციის შედეგად გაზრდილი კონკურენცია წაახალისებს სპეციალიზებას, შეამცირებს ხარჯს და გააჩენს ინოვაციურ იდეებს. უკეთესი პროდუქცია და სერვისები გაზრდის ცხოვრების სტანდარტს.

DCFTA გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის შექმნილ სხვა ელემენტებსაც. ესენია რეგულირების დისციპლინები, რომელთა მიზანია სტაბილური და ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის უზრუნველყოფა რომელიც გაზრდის კონკურენციას. ის მოიცავს დებულებების კონკურენციასა და გამჭვირვალობას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას, კონკრეტული სერვისის მიმართულებებისა და საჯარო შესყიდვების შესახებ ადგილობრივი კანონმდებლობის ევროკაშვირის ნორმების შესაბამისად შემუშავებას.

უფრო მეტიც, საქართველო და მოლდავეთო ცდილობენ მათი კანონმდებლობა მეტ შესაბამისობაში მოიყვანონ ევროკავშირის ნორმებთან რათა მოხდეს სოფლის მეურნეობის და სამრეწველო საქონლის ექსპორტის შესაძლობლებების მოდერნიზება; ასევე მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვა. სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ქვეყნების მიზანია შექმნან ევროკავშირის მსგავსი კვების უსაფრთხო გარემო, რითაც შესაძლებლობა მიეცემათ ეროვნული პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირში; ამ მიზნით მიიღებენ სამრეწველო საქონლის შესახებ რამდენიმე კანონს, რომელთა მიზანი იქნება ეროვნული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

ევროკავშირის ნორმებთან ეროვნული რეგულაციების მიახლოება შექმნის უკეთეს ბიზნესს კლიმატს, მოიზიდავს ინვესტორებს და გაზრდის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კომპანიებს შორის კონკურენციას, რაც უზრუნველყოფს სოციალური, გარემოს დაცვითი და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალ დონეს. შეიქმნება მმართველობის წესები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, რომლებიც უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან.

რას გვინდა მივაღწიოთ?

DCFTA წარმოადგენს ასოცირებულების ხელშეკრულების ნაწილს, რომლის საერთო მიზანია მნიშვნელოვნად გააღრმავოს ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია.

DCFTA არის ახალი თაობის შეთანხმება, რომელიც ასახავს ევროკავშირის პრივილეგირებულ ურთიერთობას და გაზრდილ სავაჭრო ურთიერთობას საქართველოსა და მოლდავეთთან. DCFTA უფრო მეტია ვიდრე ეკონომიკური ინტეგრაციის კლასიკური ფორმა, რომელიც გვთავაზობს არამარტო გაუმჯობესებულ სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებს არამედ ვაჭრობასთან დაკავშირებულ რეფორმებში დახმარებასაც, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკურ გაჯანსაღებასა და ზრდაში წვლილის შეტანას, მათ ინტეგრაციას მსოფლიო ბაზრებთან.

DCFTA როგორც საქართველოსთან და მოლდავეთთან ასოცირების ხელშეკრულების ნაწილი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შემდეგ, წარმოადგენს აღმოსავლეთ მეზობლებთან ევროპის დახმარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც გზას უკვალავს საქართველოსა და მოლდავეთს მომავალი კეთილდღეობისაკენ.

რა არის მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებელი?

დამოუკიდებელი კვლევის ავტორები ვარაუდობენ რომ DCFTA ხანგრძლივი ეფექტით 12%-ით გაზრდის საქართველოს ექსპორტს ევროკავშირში და 7,5%-ით კი იმპორტს. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება 4.3% ანუ 292 მილიონი ევროთი გამომდინარე იქიდან რომ DCFTA ხორციელდება და მისი ეფექტი მდგრადია.

მოლდოვის შემთხვევაში ეროვნული შემოსავლის ზრდა განსაზღვრულია 142 მილიონი ევროთი რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5.4%, თუმცა ევროკავშირთან ექსპორტისა და იმპორტის ზრდაც მოხდება 16% და 8%-ით; ეს გამოიწვევს ხელფასების ზრდას და მომხმარებლებს უკეთესს ფასებს შესთავაზებენ.

როდის ამუშავდება შეთანხმებები?

ასოცირების ხელშეკრულების ინიცირებას მომავალ წელს მოყვება ხელმოწერა. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა განახორციელონ შეთანხმების პირობები დაუყოვნებლივ. სტანდარტული პროცედურული ნაბიჯების მიხედვით, რომელიც მოიცავს საბჭოსა და ევროპის პარლამენტიდან დასტურსაც, ხელშეკრულების ძალაში შესვლა კიდევ რამდენიმე თვით გაჭიანურდეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ PDF ფაილი.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები