საქართველოში ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებისა და განვითარების პოლიტიკა და ევროინტეგრაცია
06 / ივნ / 2012
ვახტანგ ზარქუა, დეკემბერი, 2011

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ზოგადი ანალიზი აღმოსავლეთის პარტნიორობის ჭრილში

წინამდებარე სტატია მომზადებულია ვახტანგ ზარქუას მიერ ასოციაცია “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (ჩENN) დაკვეთით ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის “აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მესამე თემატური ჯგუფის ინსტიტუციური განვითარების პროგრამა” ფარგლებში.

ენერგიის მიწოდება-მოხმარების სტრუქტურა საქართველოში დასაწყისში, მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ როგორია ენერგიის მიწოდება-მოხმარების სტრუქტურა საქართველოში.

საქართველოში პირველადი ენერგიის სრული მიწოდება დაახლოებით 3.3 მილიონ ტონა ნავთობის ექვივალენტს (მტნე) შეადგენს. ენერგიის მოხმარება ერთ სულზე შეადგენს დაახლოებით 0.74 ტნე წელიწადში. საქართველოში ენერგიის მიწოდების და მოხმარების მაჩვენებლებია:

• მოხმარებული ენერგორესურსების დაახლოებით 70% - მდე იმპორტირებულია,
რომელშიც დაახლოებით 45% - მდე არის იმპორტირებული ბუნებრივი გაზი, ხოლო
დაახლოებით 25% - მდე იმპორტული ნავთობპროდუქტები;

• გამოყენებული ადგილობრივი ენერგორესურსებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია
ჰიდროენერგია (18% - მდე) და შეშა (12-20%);

• ბუნებრივი გაზის იმპორტი ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში, ამასთან,
იმპორტის მოცულობა ზამთრის პერიოდში 3-4-ჯერ იზრდება ზაფხულთან შედარებით;

• განახლებად ენერგორესურსებს (დიდი ჰიდროელექტროსადგურების გარდა)
საქართველოს მთლიან ენერგომოხმარებაში 1%-ზე ნაკლები წილი შეაქვთ. ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია შეადგენს ელექტროენერგიის ადგილობრივი საერთო წარმოების დაახლოებით 93%-ს. მცირე, 13 მგვტ-მდე სიმძლავრის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი კი ელექტროენერგიის ჯამურ გენერაციაში დაახლოებით 3.15%-ს შეადგენს.

შემოკლებული ვერსია
დოკუმენტის სრული ვერსია
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები