აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის პირველი სამუშაო ჯგუფის განცხადება საქართველოში 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით
15 / დეკ / 2011
27 მაისი, ბრიუსელი

ჩვენ, აპ-ის სსფ-ის პირველი სამუშაო ჯგუფის - დემოკრატია, ეფექტური მმართველობა და სტაბიaლურობა - მონაწილეები ღრმა მწუხარებას გამოვთქვავთ საქართველოს დედაქალაქში 26 მაისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც სპეცნაზმა სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები და გამოიყენა გადაჭარბებული ძალა. ძალადობის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები, აქციის ბევრი მონაწილე დაშავდა, ზოგი დაიკარგა და ათობით მოქალაქე კი პოლიციამ დააკავა.

ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, პოლიციელები მისდევდნენ გაქცეულ აქციის მონაწილეებს, ურტყავდნენ წიხლებს და სცემდნენ რეზინის ხელკეტებით. ერთ შემთხვევაში, მათ ბოლომდე მისდიეს მომიტინგეებს, რომლებმაც ახლოს მდებარე კინოთეატრის შენობას შეაფარეს თავი; შედეგად პოლიციელებმა ისინი დააკავეს, შენობიდან გამოსვლისას კი სცემდნენ და წიხლებს ურტყავდნენ.

მიუხედავად იმისა რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით აქცია არალეგიტიმური იყო, არაფერი ამართლებს დემონსტრანტების მიმართ სასტიკ მოპყრობას.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაიწყოს ძირეული და მიუკერძოებელი გამოძიება გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტზე და დამნაშავეები დასაჯოს კანონის შესაბამისად.

ხელისუფლებას ვთხოვთ თავი შეიკაოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისაგან და ოპოზიციური პარტიების აქტივისტების მიმართ უკანონო დევნისაგან.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ფიგურას და საზოგადოებას თავი შეიკავონ ყოველგარი ძალადობისაგან, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და ხელი შეუწყონ შერიგების პროცესს.

მოვუწოდებთ ევროკავშირს მოითხოვოს დამოუკიდებელი გამოძიება და განახორციელოს მომავალში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგი ქვეყანაში და საქართველოს მთავრობასთან გამოხატოს შეშფოთება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ბეჭდვა