ყოველწლიური მაღალი დონის კონფერენცია
ყოველწლიური მაღალი დონის კონფერენცია
11 / აპრ / 2019
2019 წლის 29 მარტს გიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის, საქართველოს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მაღალი დონის კონფერენცია.
ღონისძიების მიზანის წარმოადგენდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, მათ შორის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებისშესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობის ხელშეწყობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონული განვითარების საკითხებს და შესაბამისად, ღონისძიებას დაესწრო 300 მდე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.
კონფერენციის გახსნაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, კარლო ნატალემ.
Eilat
Eilat
Eilat
Eilat
Eilat
Eilat
Eilat
Eilat
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები