აღმოსავლეთ პარტნირობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმას
აღმოსავლეთ პარტნირობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმას
23 / აგვ / 2018
ა.წ წლის 15 აგვისტოს, აღმოსავლეთ პარტნირობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის რეგიონალურ წარმომადგენლობა ასოციაცია მერკურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას ზუგდიდის მერიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 372-ე მუხლის შესაბამისად, რეგიონში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფას ასოცირების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რეგიონულ განვითარებას და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობას, ასევე მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილეების მიღების პროცესში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), მედია და სხვ.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები