აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მე-9 საერთო კრება
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მე-9 საერთო კრება
06 / მარ / 2018
2018 წლის 6 მარტს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მე-9 საერთო კრება.
პლატფორმის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიების დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა თამარ ხულორდავამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბატონმა კარლო ნატალემ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა თამარ ხულორდავამ ისაუბრა პლატფორმასთან უკვე არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგებზე და მომავალ გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის პლატფორმასთან კოორდინირებული მუშაობა არის უმთავრესი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ვახტანგ მახარობლიშვილმა, ისაუბრა მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმისა და პლატფორმის საქმიანობის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას მჭიდრო თანამშრომლობისთვის, საქართველოს ეროვნული პლატფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი ხმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და არსებული თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს არა იგივე დინამიკით, არამედ გახდეს კიდევ უფრო ინტენსიური“.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბატონმა კარლო ნატალემ ისაუბრა პლატფორმაში შემავალი წევრი ორგანიზაციების რაოდენობის ზრდის დადებით ასპექტებზე, და ამ მნიშვნელოვანი რესურსის გამოყენების საშუალებებზე.
საერთო კრებაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული პლატფორმის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში, განიხილეს 2018 წლის ევროინტეგრაციის პროცესის თანმდევი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ასევე გაიმართა თავმჯდომარისა და თემატური სამუშაო ჯგუფების კოორდინატორების არჩევნები.

იხილეთ საერთო კრების ოქმი
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები