სამეგრელო - ზემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციასა და საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სამეგრელო - ზემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციასა და საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
08 / აგვ / 2017
2017 წლის, 7 აგვისტოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სამეგრელოს რეგიონის საჯარო და ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურების მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მომზადებისა და განხორციელების პროცესში, რომლებიც კავშირშია ასოცირების შეთანხმებით ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებთან და მათგან გამომდინარე ამოცანებთან.
მემორანდუმი ასევე ითავლისწინებს ჩამოყალიბდეს თანმშრომლობის ახალი ფორმატები, რომელთა ფარგლებშიც მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები პერიოდულად შეხვდებიან და განიხილავენ მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე მათთვის საინტერესო საკითხებს.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს აწერენ ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ქ.ნი ქეთევან ვაშაკიძე, საქართველო ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელი სამეგრელოში ასოციაცია "მერკურის" თავმჯდომარე ქ.ნი ნანა თოდუა და სამეგრელო - ზემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ბ.ნი დავით კოდუა.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები