საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ მონაწილეობა მიიღო რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“
საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ მონაწილეობა მიიღო რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“
18 / ივლ / 2017
2017 წლის 13-14 ივლისს, ქ. ბათუმში გაიმართა რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“, რომელიც 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარლამენტარებმა, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის საქართველოს ეროვნული პლატფორმის, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.
თემატურ სესიაზე „ასოცირების შესახებ შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე: საქართველოს მომავალი“ სხვა მომხსენებლებთან ერთად მოხსენებით წარსდგა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქალბატონი ქეთევან ვაშაკიძე.
მოდელირებულ დისკუსიაზე განიხილეს ასოცირების შესახებ შეთანხმების, მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების სარგებელი და გამოწვევები - მიღწეული პროგრესი და არსებული გამოცდილება, კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმები; პარლამენტის როლი შეთანხმების განხორციელების პროცესის ზედამხედველობაში; სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის პრაქტიკა; სამომავლო გეგმები: ასოცირების ახალი დღის წესრიგი - პრიორიტეტები, მოლოდინები და შემდგომი განვითარება.

FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები