დისკუსია მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ
დისკუსია მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ
01 / დეკ / 2016
2016 წლის 1 დეკემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ეროვნული პლატფორმის რეგიონალური წარმომადგენლის - ადგილობრივი დემოკრატიის საქართველო/LDA Georgia წარმომადგენლების მიერ მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დადებით და უარყოფით ასპექტემზე დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები.
დისკუსისს მონაწილეებს პირველ რიგში მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საერთაშორისო აქტებით - მათ შორის ადგილობრივი თვითთმართველობის ევროპული ქარტით ნაკისრი ვალდებულებების ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის არსებულ მექანიზმებზე, როგორებიცაა: დასახლებათა საერთო კრება, პეტიცია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, საკრებულოს და საკრებულოს კომიტეტებში სხდომებზე დასწრება, მერის/საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა.
შეხვედრამ ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები