საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის პირველი შეხვედრა
საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის პირველი შეხვედრა
16 / ივნ / 2016
2016 წლის 16 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის პირველი შეხვედრა გაიმართა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412-ე მუხლი ითვალისწინებს საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პალტფრომის დაფუძნებას, რომელმაც უნდა მოახდინოს შეთანხმების განხორციელბის მონიტორინგი და შეიმუშაოს რეკომენდაციები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოსა და სხვა რელევანტული ინსტიტუტებისთვის, საქართველოს და ევროკავშირის მთავრობებსა და პარლამენტებისთვის.
პლატფორმის პირველი შეხვედრა გახსნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგაოდების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ და საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის თანათავმჯდომარემ კახა გოგოლაშვილმა და ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრმა, ანდრეი ადამჩიკმა, რომელიც ასევე გახლავთ აღნიშული პლატფორმის თანათავმჯდომარე.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ სახელმწიფოს მხრიდან შეფასებები გააკეთეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოს ჰერმანმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
შეხევდერაზე დამსწრე ევროკავშირისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გააცნეს საზოგადოებას თავიანთი მოსაზრებები ასოციერების შეთანხმების განხორცილებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე დამტკიცდა პლატფორმის სამუშაო განაწესი და მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება.

საქართველო-ევროკავშირის პლატფრომის შემდეგი სხდომა გაიმართება ბრიუსელში, მიმდინარე წლის დეკემბერში.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები