სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიმართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს
16 / დეკ / 2011
(მომზადებულია მმართველი კომიტეტის მიერ)
2011 წლის, 29 სექტემბერი, ვარშავა

პერსპექტივები და რეკომენდაციები
1.  დემოკრატიული საზოგადოებების გაძლიერება

1.1.აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი მოუწოდებს ევროკომისიას და პარტნიორი ქვეყნების მთავრობებს გააძლიერონ დიალოგი, თანამშრომლობა და ინტეგრაციის პროცესები აპ-ის ფარგლებში კოპენჰაგენის კრიტერიუმების მიერ შეთავაზებული პრინციპებისა და მოდელების მიხედვით. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ადასტურებს მის როლს და შესაძლებლობას პარტნიორი ქვეყნების მთავრობების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისგაძლიერებასა და გაზრდაში.

1.2.იმისათვის რომ მდგრადად განვითარდეს ერთიანი და ეფქტური გადაწყვეტილების მიღების პროცესი, აპის ნებისმიერი მომავალი ქმედებების განხილვისას აუცილებელია მხედველობაში მიიღონ სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტიზა.

1.3
.სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების საშუალებების დაწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს სამოქალაქო სექტორის უფრო აქტიური და ეფექტური როლი ითამაშოს აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ფორუმი ადასტურებს ეეროვნული პლატფორმების ჩართულობის აუცილებლობას აპ-ის ნებისმიერ ქვეყანაში ამ ინსტრუმენტის პრიორიტეტების დაგეგმვასა და მის მართავაში.

1.4.სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი დიპლომატიური გადაწყვეტილებების მომხრეა, რომელიც საშუალებას მისცემს დემოკრატიულ სამოქალაქო საზგოადებრივ ორგანიზაციებსაპ-ის ქვეყნებში არაღიარებულ პოლიტიკურ სუბიექტებს მონაწილეობა მიიღონ ფორუმში, რაც უზრუნველყოფს მათს მონაწილეობას, ჩართულობას და თანამშმრომლობას. სსფ-ს წინადადებაა ხაზი გაესვას აპ-ის ქვეყნების არასმათავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი განზომილების მნიშვნელობას იმისათვის რომ მიღწეული იყოს პარტნიორობის ზოგადი მიზნები.

1.5.
სსფ მიესალმება ევროკომისიისა და ევროკავშირი წევრი ქვეყნების მიდგომას განიხილონ ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოება როგორც პარტნიორი მიუხედავად იმისა რომ მოხდა ბელარუსის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის დე-ფაქტო გაუქმება და თვლის რომ ბელაურის არასამთავრობო სექტორი ფორუმის განუყოფელი ნაწილია. სსფ ასევე თვალყურს ადევნებს სიტუაციის განვითარებას აზერბაიჯანში დემოკრატიული თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების კუთხით მას შემდეგ რაც 2011 წლის აპრილში საპროცესო აქციებს მოჰყვა დაპატიმრებები. ის მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პატიმარი რომელიც დააკავეს დემონსტრაციების დროს და მანამდე.

2.    სექტორული ინტეგრაციის საშუალებით თანამშრომლობა

2.1.ევროკავშირის პოლიტიკასთან კონვერგენცია ისეთ სფეროებში როგორიცაა მიგრაცია, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, გარემო, SME და ინოვაციები, განათლება და ა.შ. ქმნის ისეთ შესაფერის პირობებს პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან ეტაპობრივი სექტორული ინტეგრაციისათვის. სათანადო ადგილი უნდა დაეთმოს არაინსტიტუციონალურ ქსელებს რომ ხელი შეეწყოს ახალგაზრდობის, მოხალისეებისა და კულტურის გაცვლას.

2.2.
აპ-ის პარტნიორ ქვეყნებს შორის უფრო ფართო რეგიონალური თანამშრომლობა ყველა შესაძლო დონეზე უზრუნველყოფს უფრო მეტ მდგრადობას და სინერგიას სხვადასხვა ინიციატივებს შორის ევროპული ინტეგრაციის გასაღმრავლებად.

3.     წარუძღვეს აპ-ის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს ევროპულ ოჯახში

3.1.
სსფ-ს მზარდი პოტენციალის გათვალისწინებით, ტექნიკური სიძნელეები, რომლებიც ზღუდავენ მის როლს ხდებიან უფრო ნათელი. სსფ-ს მუდმივი სამდივნოს ჩამოყალიბება საშუალებას მისცემს ფორუმს უფრო ეფექტურად იმოქმედოს. ევროკავშირიდან სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა გარანტირებული უნდა იყოს რათა საშუალება მიეცეს როგორც ევროკავშირის ასევე აპ-ის ქვეყნებს სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ პროცესში.

სსფ-ს რჩევაა სამოქალაქო სექტორი მიჩნეული იყოს ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აპ-ის ქვეყნების პარტნიორებად როდესაც საქმე ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამების დაგეგმარებას, განხორციელებას, მონიტორინგსა და შეფასებას. აქტიური ინტერაქციის ყველაზე მაქსიმალური შესაძლო დონე და ამ პროცესებში ინფორმაციაზე მისაწვდომობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები