აღმოსავლეთ პარტნიორობა - გახსნის ანგარიში
16 / დეკ / 2011
შესავალი

ევროკავშირისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების 7 მაისის ინაუგურაცია პრაღაში, ჩეხეთის პრეზიდენტობით, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე მოვლენა იყო. აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში კომუნიზმის ნგრევამ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სუვერენული უფლებების იმედი გააჩინა ყველა ერში, რომლითაც მათ საშუალება მიეცათ განვითარების საკუთარი გზა აირჩიონ. დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის საშუალებით, გაფართოებული ევროკავშირი, რომელიც გააერთიანებს ყოფილი „რკინის ფარდის“ ორივე მხარეს არსებულ ქვეყნებს, ცდილობს მსგავსი პირობები შესთავაზოს მის აღმოსავლეთ მეზობლებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ახალი რეგიონალური თანამშრომლობის შეთავაზებაა სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის მიმართ. ის უკავშირდება ევროპის სამეზობლო პოლიტიკას, რომელიც დაიწყო 2004 წელს და ეფუძნება საქმიანობის იმავე პრინციპებსა და მეთოდებს. მისი პრინციპული მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნები უფრო დააახლოვოს ევროკავშირთან. ის ძირითადად წარმოადგენს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების გეგმას; ასევე გეგმას, რომელიც სამხრეთ კავკასიას სთავაზობს ეტაპობრივად შეუერთდეს ევროკავშირის პოლიტიკას და პროგრამებს და მოახდიონოს ინტეგრაცია საერთო ბაზართან. ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლებთან თანამშრომლობის მიზანია ევროკავშირის კარგი გამოცდილება გაიზიარონ ვაჭრობის, ეკონომიკის და პოლიტიკის სფეროებში და მათი საქმიანობა დამოკიდებული იქნება ამ ქვეყნებში მიმდინარე ცვლილებებსა და პარტნიორების მოლოდინებზე.

უახლოეს მომავალსში იქნება ქართული თარგმანი, აქ იხილეთ ვრცლად ინგლისური ვერსია.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები