ბელორუსიის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრების განცხადება დიალოგის განვითარების შესახებ
15 / დეკ / 2011
მინსკი, 2010 წლის 26 ოქტომბერი

ჩვენ, ბელორუსიის სამოქალაქო საზოგადოების სექტორის წარმომადგენლები, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრები, ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და სხვადასხვა ინიციატივებს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის განვითარებასთან დაკავშირებით ბელორუსიაში.

ბელორუსიის სამოქალაქო საზოგადოება დღესდღეობით არასასიამოვნო გარემოში მოქმედებს, რაც არ აძლევს საშუალებას თავი წარმოადგინოს, როგორც თანასწორი მხარე მთავრობასთან დიალოგში. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაურეგისტრირებელ ინიციატივებზე, უსამართლო უარი საჯარო გაერთიანებებისა და სხვა არაკომერციული ორგანიზაციების რეგისტრაციაზე, დიალოგის არსებული პლატფორმების უგულებელყოფა მთავრობის მიერ წარმოაჩენს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ დამამცირებელ მიდგომას. ეს სიტუაცია არ შეესაბამება სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მარეგულირებელ ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს; ის საჭიროებს ცვლილებებს, რომლებიც თანასწორ პირობებში კონსტრუქციული დიალოგის საშუალებას იძლევა.

2010 წლის 22 ოქტომბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველმა კომიტეტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლების მიმართვა ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თაოსნობით. საბჭოს წევრები გამოხატავდნენ სურვილსა და ინტერესს ჩართულიყვნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქმიანობაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მონაწილეები მიესალმებიან ამ სურვილს და გამოთქვამენ მზადყოფნას დისკუსიისათვის საბჭოს მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ფორუმის ნორმებთან და პრინციპებთან მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მრჩეველთა საბჭო არ არის მიჩნეული სამოქალაქო საზოგადოების ორგანოდ ბელორუსიაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმის ეროვნული პლატფორმა სერიოზულ წუხილს გამოთქვამს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქმიანობას პროექტის „შესაძლებლობების განვითარება სახელმწიფოსა და საჯარო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისათვის“ ეგიდით მიმდინარე ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ეროვნული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმების შენებაზე. პრესაში გამოთქმული განცხადებების თანახმად, აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერს ევროპული კომისია და იგი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების CIVICUS-სა და OSCE-ს მხარდაჭერით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმა დიდი სიამოვნებით დაუჭერს მხარს ბელორუსიის ხელისუფლებისაგან, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მხარისაგან მომდინარე პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოებასთან დაახლოებაზე. ის ღია არის პრაქტიკულ ნაბიჯებზე მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ არ გაგვაჩნია საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ვიფიქროთ, რომ ზემოაღნიშნული პლატფორმები და სტრუქტურები, რომლებიც გასულ თვეებში ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად ფოკუსირებულია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანასწორ დიალოგზე. ნდობის ნაკლებობის მიზეზებია შემდეგი:

ახალი პლატფორმების ინიციატორები უპატივცემულობას იჩენენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქმიანობის, ისევე როგორც დიალოგის სხვა პლატფორმების მიმართ (საგანმანათლებლო, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვითი, ახალგაზრდობაზე ორიენტირებული და სხვ.). ისინი არ იჩენენ ინტერესს მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებებსა და შეხვედრებში და უგულებელყოფენ ეროვნული პლატფორმისა და სხვა შესაბამისი ჯგუფების მიერ შემუშავებულ მნიშვნელოვან დოკუმენტებს (სამოქმედო გეგმებს სხვადასხვა თემატურ თემებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმისა და მისი ეროვნული პლატფორმის განვითარების კონცეფციას).

იგრძნობა საჯაროობისა და გამჭვირვალე პროცედურების ნაკლებობა პლატფორმის ახალი ორგანიზატორების მხრიდან მონაწილეთა შერჩევისას. გარკვეული საჯარო განცხადებები არ ემთხვევა რეალურ საქმიანობას. 2010 წლის 24 ოქტომბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებმა, იმის შემდეგ, რაც ვერ მიიღეს მოწვევა ორგანიზატორების მხრიდან, გამოიჩინეს ინიციატივა და მონაწილეობა მიიღეს ძირითად ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრაში პროექტის „შესაძლებლობის განვითარება საჯარო და სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით“ ფარგლებში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოლაპარაკებების გამართვა სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა პლატფორმების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ბელორუსიაში. შეხვედრის შედეგად, მხარეებმა მიაღწიეს ურთიერთგაგების განსაზღვრულ დონეს და შეთანხმდნენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმები შეიძლება ჩამოყალიბდეს სრული თვითორგანიზაციის, ინკლუზიურობის, გამჭვირვალობის, საჯაროობისა და სუბსიდიარობის პრინციპებზე. ის ინიციატივები, რომლებიც უარყოფენ ამ პრინციპებს ხელ შეუშლის დიალოგის შესაძლებლობას მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

ასე რომ, ჩვენი აზრით, აუცილებელია განვაცხადოთ, რომ:

1. 2010 წლის ივლისში გამართული კონფერენციის დროს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ბელორუსიის ეროვნულმა პლატფორმამ გადაწყვიტა შეემუშავებინა „სამოქმედო გეგმები,“ რომლებიც შეესაბამება ფორუმის ოთხი თემატური პლატფორმისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობებსა და პრიორიტეტებს. ამჟამად, ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა განავითარეს და წარმოადგინეს დეტალირებული პროგრამები და/ან სამოქმედო გეგმები მუნიციპალურ რეფორმასთან, რელიგიის თავისუფლებასთან, კულტურასა და სამეცნიერო კვლევების განვითარებასთან დაკავშირებით. ახლო მომავალში, დაგეგმილია მსგავსი პროგრამების შავი ვერსიების განვითარება განათლებასთან, ახალგაზრდობის პოლიტიკასთან, გარემოს უსაფრთხოებასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით.

2. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომელსაც ბელორუსიის ხელისუფლება გადადგამს სამოქალაქო საზოგადოებასთან კავშირის გაძლიერების მიზნით ოფიციალურ დონეზე. თანამშრომლობა უნდა განვითარდეს დიალოგის ფორმით თანასწორ პარტნიორებს შორის და უნდა დაეფუძნოს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

3. ბელორუსიის საჯარო გაერთიანებები, პოლიტიკური პარტიები, არაკომერციული ინსტიტუტები, ასოციაციები, პროფკავშირები, რელიგიური ორგანიზაციები და არაფორმალური ინიციატივები არ ფლობენ არსებით საფუძველს ეროვნული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის სწრაფად შესამუშავებლად. იმისათვის, რათა მიაღწიონ პრაქტიკულ და თანასწორ დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის, ყველა ორგანომ, რომელიც დაინტერესებულია ასეთი პლატფორმის განვითარებით, უნდა გაიაროს გრძელი და მძიმე გზა ურთიერთგაგების, საერთო ინტერესების მისაღწევად, ყველაზე ფართო შესაძლო ინსტიტუციონალური ჩარჩოს შესაქმნელად, უფლებამოსილების გადაცემის პრაქტიკის გასავითარებლად და სხვა დემოკრატიული მექანიზმებისათვის.

4. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, ინიციატორებს ვთავაზობთ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმების დაარსებას, რათა განვაგრძოთ ნაბიჯ-ნაბიჯი დისკუსიები და პოზიციების ჰარმონიზაცია ექსპერტთა და საჯარო დონეზე. ორგანიზატორთა მიერ შემოთავაზებული თანამშრომლობის „ვერტიკალური სქემა“ სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, აღნიშნული თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნები, გარანტიები და მექანიზმები ფართოდ უნდა იქნას განხილული, სანამ პლატფორმები დაარსდება.

5. ვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებს ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით, ისევე როგორც პროექტის „შესაძლებლობების განვითარება მთავრობასა და საჯარო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისათვის“ ინიციატორებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრებთან შესახვედრად. შეხვედრა მიეძღვნება ბელორუსიის დელეგაციის მომზადებას ბერლინის ფორუმისათვის. შეხვედრა გაიმართება 2010 წლის პირველ ნოემბერს 14:00-19:00 საათზე მინსკის საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრში.

ხელმოწერები:


სიარჰეი მაცკევიჩი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სპიკერი, ბელორუსიის არასამთავრობო ორგანიზაციების ასამბლეა;
ულაძისლაუ ვიალიჩკა, ბელორუსიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული კოორდინატორი, საერთაშორისო კონსორციუმი ეურობელორუსი;
ტატიანა ჰაცურა, ჰელსინკის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ასოციაცია;
იჰარ ლაკლოუ,ბელორუსიის სახალხო ფრონტი „ადრაჟენი,“ მინსკის საჯარო ასოციაცია „ისტორიისა და კულტურის დაცვის ბელორუსიის მოხალისეობრივი საზოგადოება“;
ოლგა შტუჟინსკაია, დემოკრატიული ბელორუსიის ოფისი (ბრიუსელი);
ირინა ვიდანავა, ჟურნალი „34 მულტიმედია“;
დმიტრი კაპიევიჩი, საჯარო კავშირი „საგანმანათლებლო ცენტრი “POST”“;
ალეკსანდრე კარალევიჩი, საჯარო კავშირი „საგანმანათლებლო ცენტრი “POST”“;
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები