აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმების წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება
15 / დეკ / 2011
2011 წლის 17 იანვარი

ჩვენ,
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმების წარმომადგენელები,

ა. ვითვალისწინებთ რა აპ-ის პარტნიორი ქვეყნების მისწრაფებას თავისუფალ, უსაფრთხო და სამართლიან ევროპაში ინტეგრაციისაკენ,

ბ. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ბელარუსში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის კანდიდატებისა და მათი მხარდაჭერების დაკავების გამო, პატიმრების არასათანადო მოპყრობის, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, ადვოკატებისა და უფლებადამცველების პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების, ჩხრეკისა და მათზე ზეწოლის გამო,

გ.
თანაბრად გვაშფოთებს ბელარუსის ოფიციალურ სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჯგუფებს დიალოგის ნაკლებობა და კომუნიკაციაში არსებული დაბრკოლებები,

დ. ბელარუსიაში არსებულ სიტუაციაზე რეაგირებისათვის

მოვუწოდებთ:

ა.
ჩვენი ქვეყნის მთავრობებს მუდმივად დააკვირდნენ ბელარუსში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და მოუწოდონ ბელარუსის ხელისუფლებას თავი შეიკავონ ამ სფეროში მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევისაგან;

ბ. ჩვენი ქვეყნების პარლამენტს და პარლამენტის წევრებს მოახდინონ ბელარუსში არსებულ სიტუაციაზე საკუთარი აზრის ფორმულირება;

გ. ევროპის კომისიასა და ევროპარლამენტს კვლავ გააგრძელონ ბელარუსში ფუნდამენტური უფლებების დაცვის ზედამხედველობა;

დ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო სექტორს გაუწიონ ყველა შესაძლო დახმარება საკუთარ ბელარუსელ კოლეგებს;

ე.
ყველა ზემოთ ხსენებულ მოთამაშეს მიიღონ ზომები და იშუამდგომლონ ბელორუსიის ხელისუფლებას, პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს შორის კონსტრუქციული და მდგრადი დიალოგის დასაწყებად რომლის მიზანი იქნება კრიზისდან მშვიდობიანი გამოსავლის პოვნა ქვეყანაში უკეთესი პოლიტიკური კლიმატისა და სტაბილურობის შესაქმნლად.

თამარ ხიდაშელი

საქართველოს ეროვნული პლატფორმის სახელით

ვლად ვიალიჩკა
ბელარუსის ეროვნული პლატფორმის სახელით

იგორ კოგუთი
უკრაინის ეროვნული პლატფორმის სახელით

ავეტიკ იშხანიანი
სომხეთის ეროვნული პლატფორმის სახელით

ვიქტორ კოტრუტა
მოლდავეთის ეროვნული პლატფორმის სახელით

ვუგარ ბაირამოვი
აზერბაიჯანის ეროვნული პლატფორმის სახელით

აირის კემპე
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან სსფ-ის მონაწილეთა სახელით
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები