აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის განცხადება აზერბაიჯანში არსებულ სიტუაციაზე
16 / დეკ / 2011
აზერბაიჯანის ხელისუფლებას
ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელებს
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს
ევროპის საბჭოს

აპ-ის სსფ მოითხოვს -გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემას და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

აზერბაიჯანის ხელისუფლება კვლავ ბლოკავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას - მათ შორის აპ-ის სსფ-ს ფარგლებში ოფიციალურად დაგეგმილ საქმიანობას.

ბაქოში დემოკრატიული კამპანიების ხელმძღვანელებს აპატიმრებენ

2011 წლის 2 აპრილის მშვიდობიან აქციაში მონაწილეობისათვის სამოქალაქო საზოგადოების 14 აქტივისტსა და ოპოზიციის ლიდერს 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებზე გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე. 2011 წლის 2 აპრილს მშვიდობიან აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააპატიმრეს ბაქოში; სხვები დააპატიმრეს 2 პარილის აქციების დაწყებამდე; აქციის მონაწილეები აზერბაიჯანში დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვდნენ. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა აღნიშნული ქმედება დაგმო თავის 2011 წლის 5 აპრილის განცხადებაში.

14 დაკავებულს შორის არიან ცნობილი უფლებადამცველი, ოპოზიციური მუსავატის პარტიის თავჯდომარის მოადგილე და ეროვნული სახელმწიფოებრივი პარტიის თავჯდომარე. მათ წინააღმდეგ ბრალდებები იყო როგორც ადამიანის გატაცება ასევე ხულიგნობა და პოლიცის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა და მოქალაქეთა მათი ნების წინააღმდეგ ხმის მიცემის დაძალება ან ხმის მიცემის უფლების წართმევა. აზერბაიჯანის ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ  საგამოძიებო პროცესისა და სასამართლო მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა როგორც გამოძიების ასევე სასამართლო განხილვების დროსაც და დაკავებულთა წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკური ხასიათის იყო და ეყრდნობოდა დაუსაბუთებელ და საეჭვო დასკვნებს.

აპ-ის სს-ფს მმართველი კომიტეტი მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.

მმართველ კომიტეტს მიაჩნია რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი და იყო პოლიტიკურად მოტივირებული; შესაბამისად მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარს ცალსახად დაგმონ  აზერბაიჯანის ხელისუფლების  მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მოუწოდონ აზერბაიჯანის მთავრობას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პატიმრები.

მმართველი კომიტეტი გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს, რომლებიც აშკარად არღვევს აზერბაიჯანის, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნისა და ადამიანის უფლებებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერის ვალდებულებებს და სთხოვს ევროკომისიას, ევროკავშირის საბჭოს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს აქტიური კონსულტაციები გამართონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და უზრუნველყონ რომ აზერბაიჯანში ყოველი ვიზიტის დროს ისინი შეხვდენენ ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც რათა პირველი წყაროსაგან მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლებების მდგომარეობის შესახებ.

2011 წლის 12 ოქტომბერი

თანა-თავჯდომარეები

ანტონელა ვალმორბიდა

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია

Antonella.valmorbida@aldaintranet.org

ვლად ვიალიჩკა

საერთაშორისო კონსორციუმი EUROBELARUS, ბელარუსი

UV@EUROBELARUS.INFO
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები