აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დეკლარაცია
15 / დეკ / 2011
„გზა ევროპული დემოკრატიის, კეთილდღეობისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგდოებისკენ“

2011 წლის 29 სექტემბერი, ვარშავა

1.აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოხატავენ შეშფოთებას აპ-ის ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტპატიმრების არსებობასთან დაკავშირებით. ბოლო დროს განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ბელარუსი უფლებადამცველის ალეს ბიალიაჩკის დაპატიმრებამ და ბელარუსში სხვა პოლიტპატიმრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის საფრთხემ.

2. კონფერენციის მონაწილეები ითხოვენ აპ-ის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ ევროკავშირის მხრიდან უფრო თანამიმდევრულ პოლიტიკას. ჩვენ მოვითხოვთ ცალსახად დაგმონ ძირითადი მოქალაქეობრივი უფლებების შეზღუდვის ნებისმიერი ფაქტი როგორიცაა სამართლიანი არჩევნების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება აპ-ის ექვსივე ქვეყანაში.

3. კონფერენციის მონაწილეები ითხოვენ გაიზარდოს დახმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მიმართ - მათ შორის მუდმივი სამდივნოს დაფუძნებით - და ასევე დაეხმარონ ფორუმის წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ და აზრი გამოხატონ აპ-ის შესაბამის პლატფორმებთან დაკავშირებით სამიტის შეხვედრების ჩათვლით. ჩვენ მოვითხოვთ მეტი საშუალება მოგვეცეს რათა განვახორციელოთ აპ-ის ქვეყნებში პროექტებისა და სხვა სამთავრობოთაშორისო ინიციატივების განხორციელების დამოუკიდებელი მონიტორინგი.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები