სოციალური პარტნიორებისათვის ფორუმში ჩართულობის შეთავაზება
15 / დეკ / 2011
ძვირფასო ფორუმის მონაწილეებო,

ფორუმის მონაწილეთა მხრიდან შემოთავაზებული სოციალური პარტნიორებისათვის ფორუმში ჩართულობა გაიგზავნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სსფ-ის მმართველი კომიტეტის სახელით.

მომავალი თვეების განმავლობაში, ფორუმის მომავალი განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი წინადადების, განსაკუთრებით ფორუმის სტრატეგიული კონცეფციის, განსახილველად და მისაღებად ჩვენ ვითანამშრლომლებთ ფორუმის მონაწილეებთან. ამ ეტაპზე გიგზავნით წინადადებას კომისარ ფულეს პირდაპირი თხოვნის საფუძველზე ფორუმში ჩაერთონ სოციალური პარტნიორები (პროფესიული კავშირები და დამსაქმებელთა ორგანიზაციები) და ასევე განვიხილოთ ფორუმის ვალდებულება ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (ევროკავშირის ინსტიტუტი რომელიც წარმოადგენს სოციალურ პარტნიორს) მიმართ.

ფორუმის მმართველმა კომიტეტმა გადაწყვიტა ფორუმს წარუდგინოს თანდართული რეკომენდაცია ოთხ სამუშაო ჯგუფს (სჯ 1: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, სჯ2: ეკონომიკური ინტეგრაცია; სჯ3: გარემოს დაცვა და ენერგეტიკა; სჯ4. ხალხებს შორის კონტაქტი) და ეროვნულ პლატფორმებს დაემატოს სოციალური დიალოგის პლატფორმა - რომელიც მმართველ კომიტეტში წარმოდგენილი იქნება აპ-ის ქვეყნის ერთი სოციალური პარტნიორით და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთი სოციალური პარტნიორით.

აღნიშნული წინადადებით ფორუმში ჩაერთვებიან დამოუკიდებელი, დემოკრატიული სოციალური პარტნიორები და მმართველი კომიტეტი ამჯერად იწვევს სამუშაო ჯგუფებს და ერვონულ პლატფორმებს დებატები გამართონ ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით და იმსჯელონ აპ-ის ექვსივე ქვეყანაში თუ არსებობს დამოუკიდებელი და დემოკრატიული სოციალური პარტნიორი რომელთა მონაწილეობა სოციალურ დიალოგის პლატფორმაში სასარგებლო იქნება.

ჩვენი რეკომენდაციაა დებატები ჩატარდეს ეროვნული პლატფორმების შემდეგ შეხვედრებზე და სამუშაო ჯგუფების მომავალ შეხვედრებზე - და თითოეულმა პლატფორმამ და სამუშაო ჯგუფმა უნდა მოამზადოს საკუთარი პასუხი - მხარდამჭერი, საწინააღმდეგო ან შესთავაზონ ცვლილებები - და ქვეყნის ფასილიტატორები და სამუშაო ჯგუფის კოორდინატორები ამ დასკვნებს წარუდგენენ მმართველ კომიტეტს ისე რომ ჩვენ საბოლოო წინადადება შეგვიძლია კენჭისყრისათვის დავუგზავნოთ ფორუმის მონაწილეებს ელექტრონული ფოსტებით პოზნანში დაგეგმილი ყოველწლიური ფორუმის წინ (ისე რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უკევ განხორციელდეს პოზნანში).

მოუთმენლად ველით სრულყოფილ და გულწრფელ დებატებს აღნიშნულ წინადადებასთან დაკავშირებით

საუკეთესო სურვილებით
აპ-ის სსფ-ს მმართველი კომიტეტი
ჩამოტვირთეთ
socialpartners17june2011.pdf
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები